Monday, April 3, 2017

ბავშვი და კლასიკური მუსიკა

1.    პროექტის სახელწოდება: ბავშვი და კლასიკური მუსიკა.
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებმა მათთვის საყვარელი მულტფილმების საშუალებით გაიცნონ კლასიკური მუსიკის შედევრები; დაინტერესდნენ მაღალი ხარისხის მუსიკით;
3.       პროექტის აქტუალობა: სამწუხაროდ ბავშვები ნაკლებ ინტერესს იჩენენ ზოგადად,კლასიკური მუსიკის მიმართ, სულ უფრო დაბლა იწევს მათი მუსიკალური გემოვნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ზღაპრული სამყაროს (მულტფილმების) დახმარებით ვაჩვენოთ, თუ რამდენად ღირებული და მდიდარია იგი, რამდენად დადებითად მოქმედებს კლასიკური მუსიკა მათ გონებრივ განვითარებაზე;
4.       პროექტის მიზნები: ბავშვმა შეძლოს ურთიერთობა კლასიკურ მუსიკასთან, მინიმუმ კარგი მსმენელი მაინც დადგეს.
5.       მონაწილეთა ასაკი: მეხუთე კლასი (10-11წელი);
6.       ვადები/ხანგრძლივობა: სამი კვირა;
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მაღალ დონეზე განვითარებული ვიზუალური, სმენითი და ფანტაზიის უნარები, გაუჩნდებათ ის ფუნქციები, რომლებიც დაკავშირებულია დაგეგმვასთან, სტრატეგიის განსაზღვრასა და დეტალებისადმი ყურადღების მიმართვასთან.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: იტერნეტი, აუდიო და ვიდეო დისკები, მაგნიტოფონი, მეხსიერების ბარათი; პროექტორი;
9.       პროექტის მსვლელობა: 1) მომზადება- ა)თემის შერჩევა,ბ)აქტუალობის ჩვენება, გ)მიზნების განსაზღვრა; 2)დაგეგმვა-ა) წყაროების მოძიების დადგენა, ბ)მასალის შეგროვების, ანალიზის ხერხების განსაზღვრა; გ)პროექტის ფორმის განსაზღვრა; დ)პროექტის შედეგების შეფასების პროცედურის და კრიტერიუმების დადგენა; ე)ჯგუფებსა და ჯგუფის წევრებს შორის დავალებების გადანაწილება; 3) კვლევა-მასალების შეგროვება, დაზუსტება, დაჯგუფება,მოძიებული მასალის ორგანიზება; 4) პრეზენტაციის მომზადება; 5) ექსკურსია თოჯინების საოპერო თეატრში.
10.   საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას მუსიკაში, ხელოვნების სხვადასხვა დარგებში ( კინო, თეატრი, მხატვრობა, ანიმაცია, ოპერა), გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
11.   პროექტის ხელმძღვანელი: ირმა კუჭუაშვილი;

12.  პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kuchuashviliirma@gmail.com

Friday, March 17, 2017

Wednesday, March 15, 2017

შუბერტიადა

ლიტერატურულ- მუსიკალური საღამოები-შუბერტიადები.